იაპონიაში ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი ავარიულად გაჩერდა

იაპონიაში ატომური ელექტროსადგურის, „ტაკახამას“ რეაქტორი ავარიულად გააჩერეს. ამის მიზეზი ელექტროგაყვანილობაში მომხდარი ავარია გახდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კომპანია Kansai Electric Power-ის ინფორმაციით, ავარიული რეაქტორის გაგრილების სისტემა ნორმალურად მუშაობს.
ცნობისთვის, იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე ყველაზე სერიოზული ავარია 2011 წელს მოხდა, როდესაც მიწისძვრამ და ცუნამმა ფუკუსიმას ელექტროსადგური დააზიანა. რეაქტორის გარშემო 20 კილომეტრის რადიუსში ტერიტორია დღეს საცხოვრებლად უვარგისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები