ბაღდადში აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ტელეარხ „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, ტერორისტული შეტევების შედეგად 100 ადამიანი დაიჭრა. თავდასხმები შიიტი მუსულმანებით დასახლებულ რაიონში, მედინატ-ეს-სადში მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა ადგილობრივ ბაზარში აიფეთქეს თავი. ტერაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერაყის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში სამთავრობო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე შეტევა აღკვეთეს. სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ლიკვიდირებული იყო ათამდე ექსტრემისტი, მათ შორის რამდენიმე პირი, რომლებიც აფეთქებებს ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები