უკრაინა ყირიმიდან ჯარს გაიყვანს
უკრაინის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ყირიმიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის შესახებ ბრძანება გასცა, რათა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები რუსეთისგან დაიცვას. ამასთან, ყირიმში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხედრო ობიექტების დიდი ნაწილი, და მათ შორის ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო – სამხედრო ბაზაც კონტროლს დაუქვემდებარეს. “დიდი შვიდიანის” ქვეყნის ლიდერები ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე აპირებენ განიხილონ მომდევნო ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, რომლემაც, დასავლეთის აზრით, ყირიმის ანექსიით საერთაშორისო წესი დაარღვია. სამიტამდე ადრე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ და ევროპა ერთიანია უკრაინელი ხალხისა და ხელისუფლების დასაცავად.