თუმანიშვილის სახელობის თეატრი მოსკოვში ორი სპექტაკლით წარსდგება
„მოსკოვში, „დრამატული ხელოვნების სკოლის“ თეატრში თბილისის კინომსახიობთა თაეტრი ორ სპექტაკლს წარადგენს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. თეატრის გასტროლები 27 და 28 თებერვალს გაიმართება.
კინომსახიობთა თეატრი ორ მონოსპექტაკლს – „კაბის დღიური“ და „წამში წუთია“ წარადგენს. „კაბის დღიური“
არის სპექტაკლი, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა ედინბურგის ფესტივალზე. ეს არის პატარა ფრანგული კაბის ისტორია, რომელიც თბილისში, ახალგაზრდა გოგოსთან ხვდება და მასთან ერთად სიცოცოხლის ბოლომდე რჩება. ის პატრონთან ერთად ჭირს და ლხინს იზიარებს. სპექტაკლი სპეციალურად მსახიობ თამარ ბზიავასთვის იყო დადგმული. ის რუსეთის ფედერაციაში პირველად იქნება ნაჩვენები.
„წამში წუთია“ – არის სპექტაკლი-მონოლოგი ოდესღაც ბრწყინვალე
ქართველ მოცეკვავეზე, რომელიც მოხეტიალე უსახლკარო გახდა. სპექტაკლში ნაჩვენებია მთავარი გმირის ფიქრები თავისი ბედის შესახებ, ემიგრაციაში ცხოვრების სირთულე, რომელმაც დიდი სცენის მსახიობი, მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრებამდე მიიყვანა.