„მიშა მაჭავარიანი ვაჟკაცი არასდროს ყოფილა, მაგრამ თუ ასეთი გარეწარი იყო, არ მეგონა!“

  ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელები და მეგობრები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვის ფაქტს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ეხმაურებიან. ყოფილი პარლამენტარი მარინა მოლოდინი აცხადებს, რომ თუ მიშა მართალია, პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს.
„რისი ეშინიათ! გამოცხადდეს სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე და დაეხმაროს გამოძიებას! გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას და გააქარწყლოს არსებული ეჭვები. თუ მიხეილ სააკაშვილი არ გამოცხადდება პროკურატურაში და მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ნორმები ამოქმედდება, ეს სამარცხვინო იქნება არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც!“ – აცხადებს მარინა მოლოდინი. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთ მეგობარს ხათუნა ხოფერიას, ის ამბობს, რომ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატები, რომლებიც ერთ დროს ჟვანიას მეგობრები იყვნენ, საქმის დეტალებს დღემდე ჩქმალავენ და პროკურატურის გააქტიურებით აღშოთებულები არიან.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურას მეგობრები ნაციონალებთან ერთად ამ საქმეს ჩქმალავდნენ და არგებდნენ იმ ვერსიას, რომელიც ვანო მერაბიშვილმა დილის 9 საათზე გააჟღერა. ისინი ხვდებიან, რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდის და ახლა აგონიაში არიან. ავადმყოფი რაც არ უნდა მშვიდი იყოს, ბოლო მომენტში აგონიისას აგრესიული ხდება. ესენი ახლა ამ ფაზაში არიან! ლამის ტანსაცმლიდან ხტება მიშა მაჭავარიანი და თითს იქნევს – სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებო. რისთვის უნდა იბრძოლოს?! ვაჟკაცი არასდროს ყოფილა, მაგრამ თუ ასეთი გარეწარიც იყო არ მეგონა! მათ იმდენი გააკეთეს, რომ დღეს ზურას ოჯახში ვერ მიდიან, ზურას საფლავზე ვერ გადიან! არ სცხვენიათ ე.წ. დელიკატურ თემაზე რომ აკეთებენ აპელირებას?! ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი… როდესაც კედელთან მიაყენებენ „ნაციონალებს“, ისინი შანტაჟსა და დაშინებაზე გადადიან“, – აცხადებს ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები