ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხანძრის გაჩენაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვრისპირა“ სოფლებში ხანძრის გაჩენაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.
როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განუცხადა, „საზღვარზე“ ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები მოეწყობა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვარზე სამუშაოების გამო შეშფოთება გამოხატეს. მათ ეჭვი ეპარებათ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ოკუპაციის ხაზის გადასასვლელად დამატებითი სირთულეები შექმნეს.
„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ეს საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს.