სპექტაკლ „გიჟი ოლიმპიელების“ პრემიერა გაიმართება (ვიდეო)

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში მსოფლიოს მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტის, მარკო სტოჟანოვიჩის სპექტაკლის – „გიჟი ოლიმპიელების“ პრემიერა გაიმართება. პრემიერამდე პლასტიკის ლეგენდა საქართველოს კულტურის პალატას საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელთან, ამირან შალიკაშვილთან ერთად ეწვია. სტუმრებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა უმასპინძლა. მარკო სტოჟანოვიჩმა კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს და თეატრის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისა და ღონისძიების მაღალი დონის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. პანტომიმის თეატრის დასმა, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე „ფლეშმობი“ გამართა.
12421812_1231604026868203_1718156155_n
12782268_1231604030201536_2039716184_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები