ოკუპანტების მიერ “სამხრეთ ოსეთში” საქართველოს მოქალაქის დაკავებას სუს-ში ადასტურებენ

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე. წ. საზღვრის “უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით არის დაკავებული.
საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია,
თავდაპირველად დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული თბილისის მცხოვრები.
გავრცელებული ცნობით, იგი 24 თებერვალს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს.
ინციდენტი ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური სასამართლოსთვის გადასაცემ მასალებს ამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები