ნინო ანანიაშვილი დიდ თეატრში სტრუჩკოვას 90 წლის საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებს

დღეს, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინის, რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას. საღამო მოსკოვის დიდი თეატრის ისტორიულ სცენაზე გაიმართება.
ანანიაშვილმა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, 1981 წელს დიდი თეატრის დასში მიიღეს, სადაც მისი პედაგოგი რაისა სტრუჩკოვა იყო.
„წელს რაისა სტრუჩკოვას დაბადებიდან 90 წელი სრულდება და ლეგენდარული ბალერინის საპატივსაცემოდ დიდ თეატრში საიუბილეო საღამოს გავაკეთებ. ეს ჩემი ვალია ჩემთვის ძვირფასი ადამიანის წინაშე, რომელიც ჩემთვის არა მარტი პედაგოგი, არამედ რუსი დედაც იყო“, — განაცხადა ნინო ანანიაშვილმა.
საღამოზე, პირველად მოსკოვში, ნაჩვენები იქნება ერთაქტიანი ბალეტი „საგალობელი“, სპექტაკლის დადგმის ინიციატორი ნინო ანანიაშვილია. „საგალობელი“ ერთმოქმედებიანი ბალეტია, შეიქმნა ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე. ასრულებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მსახიობები. მეორე მოქმედებაში ანანიაშვილი ალექსეი რატმანსკის მისტიკურ ბალეტში „ლეა“ გამოვა. სპექტაკლი მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი პიესის სიუჟეტზე და ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკაზე სპეციალურად ქართველი პრიმასთვის შეიქმნა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მხატვრული ხელმძღვანელი, რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტი ნინო ანანიაშვილი 1981 წელს დიდი თეატრის საბალეტო დასში მიიღეს, სადაც მისი პედაგოგი გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები