“დიდუბე, ბოლო გაჩერება” – შორენა თევზაძის პროექტი ნიონის კინოფესტივალმა საუკეთესოდ აღიარა

შორენა თევზაძის პროექტი – “დიდუბე, ბოლო გაჩერება” ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა Visions du Réel 4 საერთაშორისო პროექტს შორის შეარჩია.
პროექტი Rough Cut Lab-ზე წარდგება. Rough Cut Lab ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს კინოექსპერტებთან მუშაობის საშუალებას აძლევს, რათა მათ საკუთარი ფილმები, რომლებიც წარმოების ბოლო ეტაპზე არიან, წარმატებით დაასრულონ.
ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფოკუსში შარშან საქართველო მოხვდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 21-ე საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით გაიმართა. წელს ფესტივალი 15 – 23 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები