2015 წლის საუკეთესო სპექტაკლს – „რევიზორი“ მაყურებელი ისევ ნახავს

27 თებერვალს 18:00 საათზე ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სპექტაკლს „რევიზორს“ წარმოადგენს.
„ „რევიზორი“ სოდომისა და გომორას პრიზმაში. გოგოლის მიერ შესანიშნავად აღწერილმა ბიუროკრატებმა ეს ბიბლიური სიუჟეტი გამახსენა. იქ ორი ანგელოზი ჩამოვიდა, აქაც ანგელოზები გამოჩნდნენ საიდანღაც. ჩვენ ხომ ვერასდროს გავიგებთ, სინამდვილეში საიდან იყო ხლესტაკოვი. და აი, ეს ორნი გაემგზავრნენ ქალაქში პატიოსანი ადმიანის მოსაძებნად, მაგრამ ასეთი იქ ვერ აღმოაჩინეს… “, – აღნიშნა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
ნ. გოგოლის ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლი გახდა. ასევე მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ავთანდილ ვარსიმაშვილმა, პრიზი აპოლონ კუბლაშვილმა მამკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის და პრიზი საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ელისო ორჯონიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები