რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში სტალინის ძეგლი დადგეს
რუსეთის ფსკოვის ოლქში მემორიალური კომპლექსის, „სტალინის ხაზის“ ტერიტორიაზე იოსებ სტალინის ბიუსტი დადგეს.
მუზეუმის ინფორმაციით, „საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლის ბიუსტი რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოების ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა“.
ფსკოვის სამხედრო-ისტიული კომპლექსის დირექტორმა, პეტრე გრინჩუკმა სააგენტო „რეგნუმს“ განუცხადა, რომ მუზეუმში ამ მოვლენის პოლიტიზება არ ხდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „სტალინის ხაზის“ მემორიალის ადგილას 9 მაისისთვის ხსოვნის და დიდების რეგიონული ცენტრის გახსნა იგეგმება.