თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. 26 მაისის ღონისძიებას პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის დეპუტატები ესწრებიან. ღონისძიებას ასევე ესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III და სხვა სასულიერო პირები. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
დღეს წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ, რის შემდეგაც თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია თბილისის გარდა, საქართველოს 12 ისტორიულ ადგილას მოხდება.
თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 26 მაისს აღნიშნავს.