პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად ვულოცავთ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია უწყების მისალოც პოსტში.
შეგახსენებთ, საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.