პაატა სალია: დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის სიმბოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ჩვენი სუვერენიტეტის

“დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის სიმბოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობის, და ჩვენი სუვერენიტეტის,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია მოქალაქეზე, უსმენს და ქმნის შესაძლებლობებს.

„ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა. ვუსურვებ ეცხოვროთ დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და კეთილდღეობით სავსე საქართველოში. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ შევქმნათ ისეთი პირობები, რომ საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდეს ამაყად საქართველოში, ჰქონდეს ისეთი შესაძლებლობები, რომ ჰქონდეს საუკეთესო ცხოვრება. დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ეს არ არის უბრალოდ დღესასწაული, ეს არის სიმბოლო თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ჩვენი სუვერენიტეტის, რომელიც 1918 წლის 26 მაისს მოვიპოვეთ და შემდგომ უკვე 1991 წელს, 9 აპრილს მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს არის ისტორიის ნაწილი, თუმცა ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, რომელიც გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის მუდმივი, იმიტომ, რომ საფრთხეები ყოველთვის არსებობს და სუვერენიტეტს ყოველთვის სჭირდება განმტკიცება. ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეზე, უსმენს მოქალაქეს და ქმნის შესაძლებლობებს. ეს არის ჩვენი ამოცანა, მთავარი მიზანი და იმედი გვაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო მნიშვნელოვან ნახტომს განახორციელებს ამ მიმართულებით და ეს იქნება ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო”, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები