გერმანიის საელჩო: გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის

საქართველოში გერმანიის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობით საქართველოს ისტორიის ახალი თავი დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სურვილით გამოირჩეოდა.

დღეს, ისევე, როგორც მაშინ გერმანია მხარს უჭერს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის.

გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!”,- წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები