ესპანეთში MV Hondius-ის კიდევ ერთ მგზავრს ჰანტავირუსი დაუდასტურდა
ესპანეთში ჰანტავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც MV Hondius საკრუიზო გემის მგზავრს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში კარანტინში მყოფ ესპანეთის მოქალაქეს PCR ტესტის შემდეგ ჰანტავირუსის ახალი დადებითი შემთხვევა დაუდასტურდა.
ინფიცირებული პირი სპეციალიზებული სამედიცინო მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების ზომების ქვეშ იქნება.