35 წლის ნონა რომანაძის და მისი 3 წლის გოგონას ცხედრებს ქობულეთში გადაასვენებენ

ფონიჭალაში მოკლული 35 წლის ნონა რომანაძის და მისი 3 წლის გოგონას ცხედრებს ქობულეთში, მშობლების სახლში რამდენიმე საათში გადაასვენებენ. ოჯახმა და ახლობლებმა მისი მკვლელობის მიზეზების შესახებ არაფერი იციან. მათი ინფორმაციით, რომანაძეს და მის მეუღლეს არც მტრები ჰყოლიათ და არც არავისთან კონფლიქტი არ ჰქონიათ.
შეგახსენებთ, რომ ნონა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო მისი 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები