„შავი ოთხეული“ ამერიკელებისთვის, ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად ამერიკის მოქალაქეებს?

ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის კვლევა რეგულარულად ტარდება. მით უმეტეს, ის საინტერესოა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება. საზოგადოებისმაჯისცემისმიხედვით პრეზიდენტობის კანდიდატები საკუთარ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. ამერიკის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევა ქვეყნის მთავარი მტრების სიაში გარკვეული კორექტივების შესახებ მიუთითებს

თუ გასულ წელს აშშ-ის მოსახლეობის უმეტესობა ძირითად მტრად რუსეთს ასახელებდა, დღეს ამერიკელებმა პირველ პოზიციაზე ჩრდილოეთ კორეა დააყენეს. ის ძირითად საფრთხეებს შორის გამოკითხულთა 16-მა პროცენტმა დაასახელა. თუმცა მოსკოვიც კიმ ჩენ ინის ქვეყანას ბევრად არ ჩამორჩა. რუსეთს ძირითად საფრთხედ ამერიკელების 15 პროცენტი მიიჩნევს.12784216_10205412791910865_747139098_n

ასე რომ, რუსი პოლიტოკოსების სიხარული ამ უსიამოვნო სიაში, „ლიდერის“ პოზიციების დაკარგვის გამო, ცოტა არ იყოს, ნაადრევია. ჩრილოეთ კორეის ასეთი „დაწინაურება“ მისმა ბოლოდროინდელმა აგრესიულმა პოზიციამ, პირველ რიგში, აგრესიულმა რიტორიკამ გამოიწვია. ახალი წლის დადგომიდან სულ რამდენიმე დღეში ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ექსპერტებს ამ განცხადების გადამოწმება უჭირთ. ბომბი, თუ ის მართლა აფეთქდა, ჩრდილოკორეელებმა მიწისქვეშ ააფეთქეს, შესაბამისად, ვიზუალურად აფეთქების დაფიქსირება შეუძლებელია, ხოლო ადგილზე ჩასვლის და რადიაციის დონის შემოწმების უფლებას, ფხენიანი, ბუნებრივია, არავის მისცემს.

სკეპტიკოსი ექსპერტებისგან განსხვავებით, რომელთა აზრით, ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ შორს არის წყალბადის ბომბის შექმნის ტექნოლოგიისგან და ამ შემთხვევაში „ბლეფს“ უფრო აქვს ადგილი, ფხენიანის ამ განცხადებებს გაეროს უშიშროების საბჭო, ასევე ჩრდილოეთ კორეის მეზობლები – სამხრეთ კორეა და იაპონია სერიოზულად შეხვდნენ.

უშიშროების საბჭომ ფხენიანი გააფრთხილა, რომ ის საერთაშორისო რეზოლუციებს არღვევს და ამიტომ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება. გაერომ ფხენიანს ბირთვული ცდების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. თუმცა ჩრდილოეთ კორეის რეაქცია ამ გაფრთხილებებზე სრულიად საპირისპირო იყო.12746500_10205412836031968_103651922_n

ფხენიანმა თებერვლის დასაწყისში „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამჯერად რაკეტის გაშვება, მართლაც, მოხდა და ეს მხოლოდ განცხადება არ ყოფილა. მართალია, ფხენიანი ამ ფაქტს „კოსმოსში თანამგზავრის გაშვებას“ უწოდებს, მაგრამ დასავლეთი ეჭვობს, რომ ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის გადასატანად სჭირდება. მით უმეტეს, ფხენიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს და მის მოკავშირეებს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს, ვინაიდან ის კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას ემუქრება.

რაც შეეხება რუსეთს, რომელიც, ისევე როგორც ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეის მოკავშირედ ითვლება, მის მიმართ პოზიციების ოდნავ შერბილება, სავარაუდოდ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებით და 12721783_10205412807391252_364167888_nსაერთაშორისო არენაზე რუსეთის გააქტიურებით არის გამოწვეული. ბოლო დროს მოსკოვი ცდილობს წარმოჩინოს თავისი პოზიცია, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ და მშვიდობისთვის მებრძოლი, ასევე მოსკოვი რეგულარულად აცხადებს, რომ მას დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, ვინაიდან „მოსკოვს და დასავლეთს საერთო მტერი ჰყავს ტერორიზმის სახით“.

თუმცა აშშ-ის საფრთხეების ოთხეულში ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან და ირანთან ერთად ყოფნა მოსკოვს აშკარად არ აწყობს. ეს გარკვეულწილად სირიაში მისმა მოქმედებამ გამოიწვია. მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, ხოლო პარიზის ტერაქტების შემდეგ მისი სრული განადგურება აქვს დაგეგმილი, მოსკოვი ისლამისტებთან ბრძოლის საბაბით სირიის ოპოზიციას ბომბავს, რომელიც მეხუთე წელია ბაშარ ასადის მთავრობას ებრძვის. მოსკოვის ასეთ პოზიციას დასავლეთში ტერორიზმის მხარდაჭერად აღიქვამენ, ვინაიდან თუ ოპოზიციასა და ასადს შორის ცეცხლი არ შეწყდა, „ისლამური სახელმწიფო“ სირიის უკონტროლო ტერიტორიაზე თავის საქმიანობას გააგრძელებს.

რაც შეეხება ირანს, რომელმაც 6 სახელმწიფოსთან „ბირთვული გარიგება“ გააფორმა, ისიც აშშ-ის ძირითად საფრთხეებს შორის „მოწინავე“ პოზიციებზეა. ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივი გაუქმების მიუხედავად, დასავლეთი თეირანს ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს. ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხე ამ ქვეყანაში შემცირდა, მაგრამ მისი ოფიციალური დამოკიდებულება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიმართ იგივე დარჩა.12782516_10205412838912040_2050958330_n
თეირანი ვაშინგტონს კვლავ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდლობაში და არეულობის ინსპირირებაში ადანაშაულებს. დასავლეთის თვალში კი ირანი ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში ტერორიზმის მხარდამჭერია, რაც დასავლეთისთვის სრულიად მიუღებელია.

აშშ-ის ძირითადი საფრთხეების ქვეყნებში გარკვეული ცვლილების მიუხედავად, ექსპერტები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ოთხეული ბოლო წლებში უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ „შავ ოთხეულში“ შემავალი ქვეყნების თანამიმდევრობა. ასე რომ, რუსეთსაც და ჩინეთსაც ყველა შანსი აქვს, მომავალ წელს კვლავ ლიდერებში „გაიჭრან“, როგორც ეს 2014-2015 წლებში იყო.

შარშან რუსეთს ძირითად საფრთხეებში ამერიკის მოსახლეობის 18 პროცენტი ასახელებდა. ჩრდილოეთ კორეის რიტორიკამ ლიდერების თანამიმდევრობაში ცვლილება შეიტანა, მაგრამ რუსეთი, ტრადიციულად, ბოლო წლებში დასავლეთისთვის „სტაბილურ საფრთხედ“ მოიაზრება. რუსეთის ყველა მცდელობა დასავლეთისთვის საფრთხეც იყოს და პარტნიორიც, წარუმატებლად სრულდება. ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა ამ შემთხვეაში ბევრად მარტივია – ის პირდაპირი კონფრონტაციისთვის მზად არის. ამიტომაც დღეს „საფრთხის ლიდერ“ ქვეყნებში აღმოჩნდა. მაგრამ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება.

მიხეილ ვარძელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები