ბიძინა კუჭავას საქმეზე ახალი დეტალები, სავარუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

“საქართველოს ხმის” დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას საქმეზე ახალი დეტალები, სავარუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი ექსპერტიზის ბიუროში მივა და ცხედრიდან აღებული კანის ფრაგმენტებს დაათვალიერებს. მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ამის შემდეგ გაირკვევა, გარდაცვალებამდე რამდენი ხნით ადრე დაუზიანდა კუჭავას ფეხი.
“ეს არის დიდი ზომის ჭრილობა, რომელიც არ იყო გაკერილი და დამუშავებული. როდინდელი იყო ეს ჭრილობა? რამდენიმე დღის არის თუ სიკვდილამდე დროის მცირე მონაკვეთში მიაყენეს. რით არის ის მიყენებული? ეს ცალკე თემა და სამუშაოაა”, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
გამოძიების ცნობით, ჭრილობა მან პროკურორ ქირიას ცხედრის დანაწევრების მცდელობის დროს ე.წ. ბარგალკის გამოყენებით მიიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები