რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა
რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. ზვავთსაშიშროების გამო ტრანსკამი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს ჩრდილოეთ ოსეთთან აკავშირებს, დაიხურა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. „ჩრდილოეთ ოსეთში რამდენიმე ზვავი ჩამოწვა და ახალი ზვავების ჩამოწოლის საფრთხე არსებობს“, – განაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. ტრანსკამი ერთადერთი გზაა, რომელიც როკის გვირაბის გავლით რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს აკავშირებს.