გარდაბანში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს. გარდაბნის რაიონის სოფელ ბირლიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევებმა მოჭრეს 41 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ტოტი. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 19834 ლარი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები