ფონიჭალაში მოკლული ნონა რომანაძის მეუღლის დაკითხვა დასრულდა

ფონიჭალაში მოკლული 35 წლის ნონა რომანაძის მეუღლეს პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში კითხავდნენ. მისი დაკითხვა უკვე დასრულებულია. დაკითხვის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინიდან, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თანხა წაღებული არ არის. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტრაგიკული შემთხვევა, მაღალი ალბათობით, არ უკავშირდება ყაჩაღობას.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ნონა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო მისი 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები