ფრაქცია „სამოპომოში“ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ასახელებდა

უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „სამოპომოში“ ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ასახელებდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ICTV-ის ეთერში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ეგორ სობოლევმა განაცხადა.
„ჩვენ ფრაქციის შიგნით სამი კანდიდატურა განვიხილეთ, რათა ისინი პრეზიდენტს, „სახალხო ფრონტს“ და კოალიციის სხვა ფრაქციებს შევთავაზოთ. ორი კანდიდატი უცხოელია, ხოლო ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო“, – განაცხადა სობოლევმა.
ცნობისთვის, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ამბიციები ურაინაში ბევრად მაღალია, ვიდრე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ის უკრაინაში „მსოფლიო მასშტაბის ბრძოლის“ დაწყებას გეგმავს. სააკაშვილის თქმით. მისი მიზანია თამაშის ახალი წესების დამკვიდრება და უკრაინის ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ელიტის მოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები