კასპში მამაკაცი დაჭრეს

კასპში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. მას ზურგიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც საბურავის შეკეთებას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მას დაზიანებები ყბა-სახის მიდამოებშიც აღენიშნება. დაშავებულს კბილები აქვს ჩამტვრეული, რაც ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის გამოწვეული. მათივე ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები