ნიკარაგუაში 8 ათასი პატიმარი გაათავისუფლეს

ნიკარაგუას ხელისუფლებამ 8 ათასი პატიმარი გაათავისუფლა. ასეთი გზით ის გადატვირთული ციხეების პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
ამნისტია მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხოთ, რომლებსაც სასამართლომ ხუთი და ნაკლები წელი მიუსაჯა. დარჩენილი ვადა პირობითი სასჯელით შეიცვლება. ამ ადამიანებს შესაბამის ორგანოებში რეგულარულად მისვლა და გადაადგილების შესახებ პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება მოუწევთ.
გარდა ამისა, ნიკარაგუას ხელისუფლებამ ქვეყნიდან 100 უცხოელი პატიმარი გააძევა. ისინი სასჯელს სამშობლოში მოიხდიან.
ნიკარაგუას ციხეები 5 ათას პატიმარზეა გათვლილი. ამჟამად კი ამ ქვეყანაში პატიმრობაში ორჯერ მეტი ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები