ავღანეთში ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

ავღანეთში, პროვინცია პარვანში მდებარე ჰოსპიტალში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის, ექვსი პოლიციელია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “თალიბანმა” აიღო.
მათი განცხადებით, მთავარი სამიზნე ადგილობრივი პოლიცია იყო, რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს, ეს პოლიციის მიერ გახსნილმა ცეცხლმა გამოიწვია.
ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები