შსს ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის სახლში ძარცვის ფაქტს არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზემო ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის სახლში ძარცვის ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
“ზემო ფონიჭალაში დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, მაღალი ალბათობით, არ უკავშირდება ყაჩაღობას, რადგან სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ფული და ძვირფასი ნივთები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწოდებთ”, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ დედა-შვილის მკვლელობის მოტივად ახლობლები სავარაუდო, ძარცვას ასახელებდნენ. მათი ვარაუდით, სახლიდან რამდენიმე ათასი ლარი და ძვირფასეულობა იყო წაღებული.
საზარელი მკვლელობა ზემო ფონიჭალაში დღეს 12:00 საათისთვის მოხდა. 35 წლამდე ქალბატონი ნონა რომანაძე ბინის შესასვლელში ყელგამოჭრილი, 3 წლის გოგონა კი საძინებელ ოთახში დამწვარი იპოვეს. მოკლული ქალბატონის მეუღლე და მეზობლები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 109-ე მუხლით არის აღზრული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები