ფონიჭალაში დედა-შვილის საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილია 30 წლის ქალბატონი და მისი ორი წლის შვილი.
არსებული ინფორმაციით, ოჯახს თავს ძარცვის მიზნით დაესხნენ, დედას ყელის არეში ჭრილობები მიაყენეს, მცირეწლოვანი შვილი კი – დაწვეს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, მათ ჯერ ყვირილის ხმა გაიგეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეზოში გაიხედეს, დაინახეს, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან კვამლი გამოდიოდა.
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი მომხდარის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ მოკლულ ქალბატონს მეუღლე და კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც მომხდარის დროს სკოლაში იყო.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით, 12:00 საათისთვის მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები