დიდ ბრიტანეთში ლეგენდარული პილოტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ლეგენდარული პილოტი, გინესის რამდენიმე რეკორდის მფლობელი ერიკ ბრაუნი გარდაიცვალა. იგი 97 წლის იყო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ბრაუნს ცხოვრების მანძილზე 487 ტიპის თვითმფრინავი და ვერტმფრენი აქვს პილოტირებული.
ის მსოფლიოში პირველი პილოტია, რომელმაც თვითმფრინავი ავიამზიდის გემბანზე დასვა. შემდეგ კი საჰაერო ხომალდები ავიამზიდებზე 2407-ჯერ დასვა – ესეც მსოფლიოს რეკორდია.
პილოტი 11 ავიაკატასტროფას გადაურჩა. ის ასევე გადარჩა იმ სამხედრო გემზე, რომელიც იძირებოდა. ერიკ ბრაუნს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები