გურჯაანში 30 წლის ბიჭმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც დედის სიკვდილი შეიტყო

გურჯაანში 30 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა სოფელ ვეჯინში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მას მერე მოიკლა, რაც დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მან ძმას წერილი დაუტოვა, სადაც ის წერს: “მაპატიე ძმაო, მეტის ატანა აღარ შემიძლია.“
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები