ავღანეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ყანდაარის პროვინციაში, აეროდრომზე ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ავიაბაზის მეთურის, ბრაიან ბუშარის განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ბაზის მეთაურმა აღნიშნა, საფრენი აპარატი „ჩამოგდებული არ ყოფილა“. დრონის ფასი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, 14 მილიონი დოლარია. „ბოევიკების“ პოზიციების დასაბომბად შეერთებული შტატები ავღანეთში, ერაყსა და სირიაში უპილოტო საფრენ აპარატებს ხშირად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები