„მოწმე საგამოძიებო ორგანოში დაიკითხება თუ მაგისტრ მოსამართლესთან, ეს პროკურორის ნებაზე იქნება დამოკიდებული“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ადვოკატმა ლექსო კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში
მოწმეთა დაკითხვის ახალ წესზე ისაუბრა.
კობაიძის განცხადებით, სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლში შესული ცვლილებები არ შეიძლება წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს, ის არსებითად ვერაფერს ცვლის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავაც რჩება, რადგან მოწმე მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხება მხოლოდ მაშინ, თუ ამას პროკურორი მოისურვებს.
„მოწმეთა დაკითხვის წესს გამოსაკითხი პირის უფლებები დაემატა და გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობა გამყარდა. გამოსაკითხ პირს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ მისცეს ცრუ ჩვენება. თუმცა ეს არსებითად არაფერს შეცვლის, რადგან საგამოძიებო ორგანოებს ისევ შეუძლიათ, დაჰკითხონ მოწმე საგამოძიებო უწყებებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის, დაშინების და დაშანტაჟების საფრთხე ისევ იარსებებს. მოწმე მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხება მხოლოდ მაშინ, თუ ამას პროკურორი მოისურვებს. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურორი არ მოისურვებს, მოწმე მაგისტრ მოსამართლესთან დაიკითხოს. ის მოისურვებს, რომ ძველი პრაქტიკა გაგრძელდეს და მოწმე საგამოძიებო ორგანოში დაიკითხოს. პროკურორის გადასაწყვეტია, სად დაიკითხება მოწმე“,- განახადა ლექსო კობაიძემ.
ადვოკატ კობაიძის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება არა პროკურორის ნებით, არამედ ვალდებულების დონეზე უნდა ყოფილიყო გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები