უკრაინული მედია – მარტის დასაწყისში სააკაშვილი შეიძლება გადადგეს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარტის დასაწყისში შესაძლოა, ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვოს. ამის შესახებ „გრომადსკე. ტვ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე ბოროვიკმა ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა.
„ჩვენ სერიოზულად გვაღელვებს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სულ უფრო მწვავე ხდება. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრეზიდენტსა და პრემიერს, რომელთა დაქვემდებარებაში ვიმყოფებით. ასე რომ, მათი მხრიდან ხისტი რეაქციაა მოსალოდნელი. შეიძლება იყოს თუ არა ეს თანამდებობის პირთა გადაყენება? 16 თებერვლის ოლიგარქიული გადატრიალების შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი“, – აცხადებს ბოროვიკი.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას და მის გუნდს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ომი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები