ყაჩაღობა ქუთაისში – ბენზინგასამართი სადგურიდან 275 ლარი წაიღეს

ქუთაისში “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურში ორი ნიღბიანი შეიჭრა და 275 ლარი წაიღეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები