ამერიკელებმა „ბოინგ 777“-ის ნამსხვრევები ვერ აღმოაჩინეს
მალაიზიის დაკარგული ავიალაინერის „ბოინგ 777“-ის ძებნაში ჩართულმა აშშ-ის საზღვაო ძალების თვითმფრინავმა ნამსხვრევები ვერ აღმოაჩინა, თუმცა ადრე ჩინელმა პილოტებმა ინდოეთის სამხრეთ ოკეანესთან საეჭვო ფრაგმენტები შეამჩნიეს. ამერიკულმა თვითმფრინავმა “P8 Poseidon”-მა ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად სავარაუდო ნამსხვრევებს ვერ მიაგნო. მალაიზიის ავილაინერი „ბოინგ 777“, რომელიც კუალა-ლუმპურადან პეკინში მიფრინავდა და ბორტზე 227 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, 8 მარტს დაიკარგა.