“თბილისში “მკვლელი ტაქსისტები“ დადიან”

თბილისში “მკვლელი ტაქსისტები“ დადიან! – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ “რეფორმატორების“ ლიდერთან, ირაკლი ღლონტთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ის აცხადებს, ტაქსის მძღოლები, რომლებიც ღამის საათებში მუშაობენ, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებენ, რომ ძილი არ მოერიოთ.
“რეფორმატორების“ ლიდერი აღნიშნულ გარემოებას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ფსიქოტროპული წამლების მოხმარების ქვეშ მყოფი მძღოლები მგზავრების და თავიანთ სიცოცხლეს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებენ.
“მოგეხსენებათ, ტაქსის მძღოლების უმეტესობა 12 საათსა და მეტ ხანსაც მუშაობს, ბევრს ღამისთევაც უწევს. ტაქსის მძღოლთა ერთი ნაწილი ფსიქოტროპულ წამლებს იღებს, რომ მხნედ იყოს და ძილი არ მოერიოს. ამგვარი წამლების სისტემური მოხმარება კი ადამიანს არაადეკვატურს ხდის, რეაქციას უჩლუნგებს და უნელებს,ზოგს აგრესიულს ხდის… მოკლედ, ტაქსის ის მძღოლები, რომლებიც სისტემატური მოიხმარენ ამგვარ ფსიქოტროპულ წამლებს პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. ამ ტაქსებში ჩვენ ვსხდებით, ან ვმოძრაობთ ავტომობილით და გზაში გვხვდებიან ამგვარი წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტაქსის მძღოლები. ეს იმას ნიშნავს, რომ პოტენციურად, ამგვარი ტაქსისტებისგან ავტოავარიების მატების რისკი ძალიან რეალურია. მესმის, რომ ისინი ამას საკუთარი ოჯახის გამოკვების, რჩენის გამო აკეთებენ,მაგრამ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში. ტაქსის მძღოლები ამ ფსიქოტროპულ წამლებს ვორონცოვის მოედანზე მდებარე აფთიაქში ყიდულობენ, უმთავრესად, დილის საათებში, რადგან შემდეგ მთელი დღე მუშაობას აპირებენ და რომ არ ჩაეძინოთ, მხნედ იყვნენ ,ამ წამლების ზემოქმედებით გააქვთ თავი“, -აცხადებს ირაკლი ღლონტი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პარტია “რეფორმატორების“ საკანონმდებლო პროექტი ჩააგდო, რომლის მიხედვითაც “რეფორმატორები“ ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ, ანუ კანონდარღვევით რეალიზაციაზე,რეალიზატორთა მიმართ სანქციების გამკაცრებას ითხოვდნენ.
წყარო: “ალია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები