4 წლის ბავშვზე ზრდასრულმა მამაკაცმა იძალადა – “საქართველოში პედოფილიის სტატისტიკა საგანგაშოა”

4 წლის ბავშვზე ზრდასრულმა მამაკაცმა იძალადა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარეზე, გია ბურჯანაძეზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ქალაქი ან უბანი არ კონკრეტდება.
ბურჯანაძე გამოცემასთან საუბრისას საქართველოში პედოფილიის შეემთხვევების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ დედაქალაქში ასეთი ფაქტები მასშტაბურად ხდება.
„პედოფილიის შემთხვევებზე, რომელიც ჭარბობს ქალაქ ბათუმსა და თბილისში, დედაქალაქში ეს მასშტაბურად გვაქვს, აღმაშენებლის გამზირზე, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ხალხი გვაწვდის ინფორმაციას, რომ სადარბაზოებში და ასეთ ადგილებში ბავშვებზე მოფერების, ძალადობის ფაქტები იყო. ნიშანდობლივია, რომ მშობლები, რომელთა შვილებზეც ძალადობა განხორციელდა, უარყოფენ ამ ფაქტს და ცდილობენ, რომ ბავშვს ცხოვრება არ დაუნგრიონ და ერიდებიან ასეთი ფაქტების გამჟღავნებას. ასევე ვხვდებით ისეთი სახის დანაშაულებსაც, როდესაც სკოლებში ხდება დიდი თანაკლასელებისგან პატარა თანაკლასელებზე ძალადობა. პედოფილიას, როგორც დაავადებას საფუძველი ბავშვობაში ეყრება და, ძირითადად, პედოფილები ისეთი ადამიანები ხდებიან, რომლებიც ბავშვობაში თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. ბოლო პერიოდის სტატისტიკა საგანგაშოა.
არასრულწლოვანებზე ძალადობის ფაქტები მატულობს“, – აცხადებს გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები