თურქეთმა სირიის თვითმფრინავი ჩამოაგდო

    თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სირიის ჩრდილო-დასავლეთით მოხდა, სადაც სირიის სამთავრობო ჯარები მეამბოხეებს უტევენ.მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სირია თურქეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს, ოფიციალური ანკარას პასუხი მკაცრი იქნება. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი სირიაში არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები