პაატა ზაქარეიშვილი: ეს ე.წ. რეფერენდუმები არანაირ შედეგებზე არ გადის

დე ფაქტო ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემაზე ე.წ. რეფერენდუმისთვის ემზადება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას მორიგ პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ დე ფაქტო რეჟიმის არცერთ გადაწყვეტილებას საერთაშორისო აღიარება არ ექნება.
“1999 წელს იყო ამ ტიპის ე.წ. რეფერენდუმი, ასევე იყო 2006 წელს, ასეთი ღონისძიებები არანაირ შედეგებზე არ გადის, თუ საუბარია გენოციდზე ყველაზე უფრო ნათელი ფაქტია ის თუ რა მოუვიდა ქართულ სოფლებს სადაც მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, ყველა ქართული სოფელი აღგვილია პირისაგან მიწისა“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები