ე.წ. სამხრეთ ოსეთში 21 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 21 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის, ტამერლან აგუზაროვის გარდაცვალების გამო მიიღო. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, შესაბამის ბრძანებულებას ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა.
ტამერლან აგუზაროვი პარასკევს, მოსკოვში, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ვლადიკავკაზში გადაასვენეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აგუზაროვის დაკრძალვაზე ვლადიკავკაზში ჩავა.