“ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში 17 ადამიანი სიკვდილით დასაჯა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში, კირკუკის პროვინციაში 17 ადამიანი სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია პროვინციის შეიხმა ალ-ასიმ გაავრცელა. მისი თქმით, ისლამისტებმა პლაკატების ავტორები დახოცეს, რომლებიც ექსტრემიზმთან ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ. ადამიანებს თავები მოჰკვეთეს, ხოლო ცხედრებს ნათესავებს არ გადასცემენ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში 300 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. მოკლულებს შორის პოლიციელები, სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები