უკრაინის რადის სპიკერმა მმართველი კოლიციის დაშლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ გროისმანმა მმართველი კოალიციიდან ფრაქცია „სამოპომოშის“ გასვლის შესახებ განაცხადა, რაც კოალიციის ოფიციალურ დაშლას ნიშნავს.
„სადეპუტატო ფრაქცია „სამოპომოშმა“ კოალიცია „ევროპული უკრაინა“ ოფიციალურად დატოვა. მათ კოალიციური შეთანხმების დოკუმენტზე არსებული ხელმოწერები უკან გაიწვიეს. ძალზე სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ჩვენ პოლიტიკურ კონსულტაციებს გავმართავთ და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ“,- განაცხადა გროისმანმა.
მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ „სამოპომოშმა“ ხუთშაბათს განაცხადა. ეს გადაწყვეტილება კოალიციამ იმით ახსნა, რომ არ სურს ერთ კავშირში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებმაც ქვეყანაში ოლიგარქიული გადატრიალება მოაწყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები