მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი ბავშვს ელოდებიან
მსახიობი მილა კუნისი ჰოლივუდში ორსულთა იოგის კურსებიდან გამოსული დაინახეს. პრესის ყურადღება მილა კუნისსა და ეშტონ კატჩერის მიმართ არ ქრება. ხმები გავრცელდა, რომ წყვილი ბავშვს ელოდება და შესაძლოა, ამჯერად ეს მართალიც აღმოჩნდეს. ტაბლოიდ “E! Online”-ს ეს ინფორმაცია მილა კუნისსა და ეშტონ კატჩერთან დაახლოებულმა პირმა დაუდასტურა კიდეც. ამავე პიროვნებამ განაცხადა, რომ წყვილი ტყუპებს ელოდება. ხოლო მან, ვინც 30 წლის მსახიობი ორსულთა იოგის კურსებიდან გამოსვლისას შენიშნა, განაცხადა, რომ ის ძალიან აღელდა, როცა მიხვდა, რომ დაინახეს. მილას შესახებ ინტერესს ის ფაქტიც იწვევს, რომ ის საზოგადოებაში სხვანაირად ჩაცმული ჩნდება, სადაც ის მუცელს მალავს. მილას ორსულობის შესახებ არაერთხელ გავრცელებულა ჭორი. ძირითადად, ჭორები მას შემდეგ აგორდა, რაც ის და ეშტონი დაინიშნენ.