რა კავშირშია ირაღით ვაჭრობა ჟვანიას საქმესთან და რის სანაცვლოდ გათავისუფლდა კეზერაშვილი?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს და იარაღით ვაჭრობას პროკურატურა ერთ თემად განიხილავს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში აცხადებს.

“პროკურატურა კარგა ხანია მუშაობს ჟვანიას საქმეზეც და იარაღით ვაჭრობის საქმეზეც, მაგრამ მათ ეს თემები განცალკევებულ საქმეებად ჰქონდათ. როდესაც მათ ჩვენ მივაწოდეთ მასალები ჟვანიას დამოკიდებულებაზე თბილისის აეროპორტის გასხვისების შესახებ, თემურ ალასანიასა და კეზერაშვილის საერთო ინტერესებზე, „საჰაერო კარიბჭის“ მითვისებაზე, პროკურატურამ ამ ორ საქმეს შორის პირდაპირი კავშირი დაინახა”,- ამბობს წითელაშვილი.

როგორც წითელაშვილი აცხადებს, 21 მარტს ყოფილმა შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ჟვანიას საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა. მისივე თქმით, კეზერაშვილმაც და მერაბიშვილმაც სამართალდამცველებთან თანამშრომლობა დაიწყეს.

“არსებობს გამოძიების მუშაობის სპეციფიკაც, როდესაც ადამიანი არაოფიციალურად აწოდებს ინფორმაციას გამოძიებას და შემდეგ ის იწყებს ამ მიმართულებაზე მუშაობას. კეზერაშვილმა გარკვეული ინფორმაციები გასცა პატიმრობის დროს. აბა, თქვენ როგორ გგონიათ, ასე ადვილად უშვებს „შეცდომებს“ პროკურატურა ასეთი მნიშვნელობის საქმეებზე, რომლის „დამსახურებითაც“ კეზერაშვილი საქართველოს არ გადმოსცეს? ან მერაბიშვილს 5 წელი რომ მიუსაჯეს, ეს არ არის მისთვის შეღავათი?”, – აღნიშნავს სამხედრო ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები