საქართველო ყველაზე “წიგნიერი” ქვეყნების ხუთეულშია

ცნობილმა გამოცემა “ეკონომისტმა” საქართველო ყველაზე მეტი წიგნის გამომცემელი ქვეყნების ხუთეულში დაასახელა. რეიტინგში, რომელიც ასახავდა, რომელმა ქვეყანამ გამოსცა ყველაზე მეტი წიგნი 2013 წლის განმავლობაში, საქართველო მეხუთე პოზიციაზეა. მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორიც დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ტაივანი და ესპანეთი არიან.
“ეკონომისტში” გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მილიონ მოსახლეზე გამოცემული წიგნების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში ასეთია: 1. დიდი ბრიტანეთი – 2875 2; სლოვაკეთი – 1831; 3. ტაივანი – 1831; 4. ესპანეთი – 1626; 5. საქართველო – 1547. ეს იმას ნიშნავს, რომ 2013 წელს, ბრიტანეთში 184 000 ახალი წიგნი გამოიცა. შესაბამისად, აქ ყოველდღიურად 500-ზე მეტი საავტორო ნამუშევარი იბეჭდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები