„აშშ-ში ჟვანიას და უსუპოვის ნაცვლად, გაზით გაგუდული ადამიანების ამონაჭრები გაიგზავნა“

 

   ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები ექსპერიზის ბიუროში არ გამოუკვლევიათ და არც ექსპერტიზა ჩატარებულა – ამის შესახებ ექიმი ნოდარ ურუშაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. როგორც ნოდარ ურუშაძე აცხადებს, ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ, რომელიც ამჯამად დაპატიმრებულია, ცხედრების გამოკვლევა, სკალპელის გარეშე ჩაატარა.
„ლევან ჩაჩუამ საკუთარი პირით თქვა, ზურაბ ჟვანიას გვამის გამოკვლევის დროს სკალპელი ხელში არ მჭერიაო. თუ სკალპელი არ სჭერია და გვამზე ხელით არ უმუშავია, ცხადია, ვერც გაკვეთავდა მას და ვერც გამოიკვლევდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დასკვნა, რომელიც ჩაჩუამ, როგორც თვითონ ამბობს, კომისიის ყველა წევრთან შეჯერებული, დაწერა, დაიწერა გვამების გამოკვლევის გარეშე. ჩაჩუას, რომელსაც ხელში სკლაპელი არ სჭერია, არ აუღია არამარტო სისხლის სინჯები, არამედ არც შინაგანი ორგანოების ამონაჭერები. აბსურდია განცხადებაც, ზურაბ ჟვანიას გვამიდან აღებული მასალები სამ კონტეინერში მოთავსდა. ერთი დაილუქა, ერთი თბილისის ლაბორატორიას გადაეცა. ერთიც იმ დღესვე ამერიკაში გაიგზავნაო. კატეგორიულად ვაცხადებ, ადგილზე დარჩა (ჩვენს ლაბორატორიაში) ასევე, იმ ღამითვე ამერიკაში გაიგზავნა არა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების ამონაჭრები, არამედ სულ სხვა პირების, მათი, ვინც ნამდვილად გაზით გაიგუდა – ამონაჭრების არჩევანი კი არქივში ჩაჩუას საკმარისზე მეტი ექნებოდა“, – აცხადებს ნოდარ ურუშაძე.
ექიმი საქმის ჭეშმარიტების დასადგენად გამოძიებას ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის ხელახალ გამოკვლევას სთავაზობს.
„გამოძიებას ვთავაზობ, თბილისში არსებული და ამერიკაში გაგზავნილი შინაგანი ორგანოების ამონაჭრებზე ჩაატარონ დნმ-ის ექსპერტიზები და დაადგინონ, მასალები აღებულია თუ არა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებიდან. არ გამოვრიცხავ, რომ ლ. სამხარაულის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შინაგანი ორგანოების ამონაჭრები აღარ აღმოჩნდეს“, – აცხადებს ნოდარ ურუშაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები