ბერძენიშვილი, ვოლსკი და ტყემალაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გოგი თოფაძის მისამართით ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები სიტყვით გამოდიოდნენ, დარბაზში ზურაბ ტყემალაძე და დავით ბერძენიშვილი კამათობდნენ. მოგვიანებით მათ გარჩევას დეპუტატი გია ვოლსკიც შეურთდა.
„სიტყვები შეარჩიე, კიდევ მე მაქვს სასაყვედურო“,-განაცხადა ბერძენიშვილმა დეპუტატ ვოლსკის მისამართით. დეპუტატები ადგილებს მანდატურების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები