დავით ნარმანია:ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ების ნაწილის გაერთიანება იგეგმება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილის გაერთიანდება იგეგმება.
როგორც ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გაერთიანების შედეგად რესურსები სწორად იქნება მობილიზებული და გადანაწილებული.
“იგეგმება ა (ა) იპ-ებსა და სსიპ-ების ნაწილის გაერთიანება-შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იყოს მობილიზებული და გადანაწილებული საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციული რესურსების შემცირების კუთხით ჩვენ ნაბიჯები გადავდგით 2014 წელს, ასევე 2015 წელს ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები, რითაც დაიზოგა რესურსები, ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ თანხებს დედაქალაქის განვითარებისთვის მივმართავთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები