რას აცხადებენ საგარეო უწყებაში თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ
თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ საკონსულოში ოფიციალური ინფორმაცია შევიდა.
როგორც “კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ გარდაცვლილის ოჯახს.
“საქართველოს საკონსულოში ჩვენი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შესულია, უკვე შედგა კონტაქტი გარდაცვლილის ოჯახთან“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.
უწყებაში მომხდარის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ აღნიშნულ ინფორმაციას ფლობენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. ცხედარი ქალაქ მალათიაში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იპოვეს. მოკლულია 39 წლის მამაკაცი. ცხედარს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. თურქი სამართალდამცველების ცნობით, ამავე სახლში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები.